GMP + FSA სტანდარტი განკუთვნილია სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მწარმოებლებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ცხოველთა საკვებს, ასევე საკვების ნარევებისა და დანამატების მწარმოებელთა და შემნახველთათვის, საკვებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამზიდავი კომპანიებისთვის (საავტომობილო, წყლის ტრანსპორტი და ა.შ.), ამ პროდუქციის რეალიზატორებისათვის, შინაური ცხოველების საკვების მწარმოებლებთათვის და დისტრიბუტორთათვის.
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გამოიყენება მთელი საკვების წარმოების ჯაჭვში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან, პროდუქციის რეალიზაციით, შენახვით, გადაზიდვით და ტრანსპორტირებით, დამთავრებული ლაბორატორიული ანალიზით. GMP + FSA სერტიფიკატი მოიცავს შერჩეულ HACCP (რისკების ანალიზისა და კრიტიკული კონტროლის პუნტებს) და ISO 9001 / ISO 22000 მოთხოვნებს. GMP + FSA სტანდარტი უზრუნველყოფს ცხოველის იმ საკვების უვნებლობას, რომლებიც შემდგომში ხდებიან კვების ჯაჭვის ნაწილი. GMP + FSA ნიშნავს კარგი წარმოების პრაქტიკას და ცხოველის საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
სერტიფიცირებულ ორგანიზაციებს, უკვე როგორც სათანადო სერტიფიკატის მფლობელთ, ეძლევათ თვითპოპულარიზაციის შესაძლებლობა სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით, ამავდროულად მათ შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ URS სერტიფიკატის ლოგოთი.