ISO 10002 - საჩივრების განხილვის მართვის სისტემის სერტიფიცირება

შინაარსი

ISO 10002 სტანდარტი მოიცავს რეკომენდაციებს საჩივრების განხილვის პროცესის მართვასთან დაკავშირებით, ამასთან მითითებებს ორგანიზაციის შიგნით მათი დაგეგმარების, ფორმის და საჩივრების დამუშავების ზოგად პროცესებთან დაკავშირებით.

აღწერა

საჩივრის განხილვის აღწერილი პროცესი გამოსადეგია  ხარისხის მართვის ზოგადი სისტემის ერთ-ერთ პროცესად. 



ISO 10002 შეესაბამება ყველა იმ ორგანიზაციას, რომელთაც განზრახული აქვთ მომხმარებელთა მოლოდინის გადაჭარბება. იგი წარმოადგენს ძირითად წინაპირობას ყველა ტიპისა და სიდიდის კომპანიისათვის, იქნება ეს კერძო, საჯარო თუ არაკომერციული სექტორი, იმის მიუხედავად თუ რა მასშტაბის ბიზნესს აწარმოებს იგი (როგორიცაა: საავადმყოფოები, ჯანდაცვა, ბიზნესი, საწარმოო ან მომსახურების კომპანიები)


სერტიფიცირებულ ორგანიზაციებს, უკვე როგორც სათანადო სერტიფიკატის მფლობელთ, ეძლევათ თვითპოპულარიზაციის შესაძლებლობა სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით, ამავდროულად მათ შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ URS სერტიფიკატის ლოგოთი.

რატომ ISO 10002 - საჩივრების განხილვის მართვის სისტემის სერტიფიცირება?
  • ინარჩუნებს მომხმარებელთა ერთგულებას
  • უზრუნველყოფს მომხარებელთან ურთიერთობის წარმოებისა და მათი საჩივრების მართვის თანმიმდევრულ პროცესს
  • ქმნის მუდმივი განვითარების საფუძველს

დაგვიკავშირდით...