სტანდარტი განსაზღვრავს ISO 9001: 2015-ის გამოყენების სპეციფიკურ მოთხოვნებს და მიუთითებს კარგი წარმოების პრაქტიკის (GMP) სტანდარტებს, რომლებიც პირველადი შესაფუთი მასალებისთვის ხარისხის მართვის სისტემის(QMS) შესაბამისია. ამ სტანდარტით კომპანია აჩვენებს, რომ აქვს უნარი აწარმოოს ისეთი პირველადი შეფუთვის მასალები სამკურნალი საშუალებებისთვის, რომლებიც შეესაბამება როგორც მომხმარებლის და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებს, ასევე მსოფლიოში არსებულ საუკეთსო პრაქტიკას.
სტანდარტი გამოიყენება სამკურნალო საშუალებების პირველადი შეფუთვის დიზაინის, წარმოებისა და მომარაგებისათვის და იგი გამიზნულია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, მიუხედავად მისი ტიპის, ზომის ან მის მიერ მოწოდებული პროდუქცისა და მომსახურებისა.
სერთიფიკატის მფლობელ ორგანიზაციებს ეძლევათ თვითპოპულარიზაციის შესაძლებლობა სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით. ამასთანავე მათ შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ URS სერთიფიკატის ლოგოთი.