ISO 21001 განსაზღვრავს მოთხოვნებს საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვის სისტემებისთვის, როდესაც ასეთ უწყებებს ესაჭიროებათ წარმოაჩინონ კომპეტენტურობა, სწავლების და კვლევების საკითხში მიღწევების მხარდასაჭერად.
სტანდარტის მიზანია გაზარდოს სტუდენტების, თანამშრომლებისა და სხვა ამ სფეროსთან დაკავშირებული პირების კომპეტენცია საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვის სისტემის ეფექტური გამოყენების გზით, სისტემის განვითარების პროცესებთან და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფასთან ერთად.
ISO 21001 ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო დიდი ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროცესების მიმდინარეობაში, რომელთა ძირითადი საქმიანობა არ არის განათლება, როგორიცაა, მაგალითად, პროფესიული ტრენინგის განყოფილებები.
სტანდარტი არ ვრცელდება მხოლოდ იმ ბიზნესებზე, რომლებიც სახელდობრ საგანმანათლებლო პროდუქტს ქმნიან.
სერთიფიკატის მფლობელ ორგანიზაციებს ეძლევათ თვითპოპულარიზაციის შესაძლებლობა სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით. ამასთანავე, მათ შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ URS სერთიფიკატის ლოგოთი.