სტანდარტის მიხედვით გაცემული სერთფიკატი ვრცელდება ყველა ტიპის ბიზნესზე. ჩვენი საუკუნე ხშირად ასოცირდება ინფორმაციულ რევოლუციასთან და ორგანიზაციის წარმატება შესაძლებელია განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ როგორ ახერხებს ის საკუთარი ინფორმაციის გამოყენებასა და დაცვას, რაც მის ყველაზე ღირებულ რესურსს წარმოადგენს.
ISO / IEC 27001– ის თანახმად ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მიხედვით სერთიფიცირებული სისტემა გვთავაზობს ეფექტური გადაჭრის გზებს ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში. ამავდროულად, სტანდარტი სრულიად თავსებადია ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში უკვე არსებულ მართვის სისტემებთან და მიმდინარე პროცესებთან.
სერთიფიკატის მფლობელ ორგანიზაციებს ეძლევათ თვითპოპულარიზაციის შესაძლებლობა სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით. ამასთანავე მათ შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ URS სერთიფიკატის ლოგოთი.