საერთაშორისო სტანდარტი ISO 28000 ვრცელდება ნებისმიერი სიდიდის და ტიპის, ნებისმიერ ინდუსტრიაში და მომარაგების ქსელის ნებისმიერ საფეხურზე მომუშავე კომპანიაზე. იგი გულისხმობს დასახული ბიზნეს- მიზნების მიღწევის ალბათობის გაზრდას, რისკების შეფასების გაუმჯობესებას, რისკების მართვას კომპანიის ყველა დონეზე და მის ყველა საქმიანობაში, ფინანსური ზარალის საფრთხის თავიდან აცილებას, ასევე თქვენი კომპანიის სანდოობის გაზრდას.
ISO 28000 URS– ის მიერ აკრედიტირებული სტანდარტია. ISO 28000 გულისხმობს მომარაგების ქსელის ფარგლებში კორპორაციული უსაფრთხოების მართვისადმი ოფიციალურ მიდგომას, ადამიანების, საქონლის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და მანქანების დასაცავად სარისკო და პოტენციურად რისკის შემცველ გარემოებებისგან. URS - ის კომპლექსური მიდგომები, მისი ყველა მომსახურება და სერთიფიკატი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული და მოქმედებს მთელ მსოფლიოში, რაც კომპანიის უპირატესობას წარმოადგენს. URS უზრუნველგყოფთ საყოველთაოდ აღიარებული აკრედიტაციის ნიშნით, როგორიცაა: UKAS, DakkS. URS ექსპერტებს აქვთ მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება და პრაგმატული მიდგომა . URS გთავაზობთ აკრედიტებული სტანდარტების ფართო პორტფოლიოსს, ამიტომ ჩვენი მომხმარებელი ვერ გრძნობს შეზღუდვებს - URS ზომავს ISZ - მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსს, რადგან ჩვენ ვზრუნავთ მის კმაყოფილებაზე.
სერტიფიცირებულ კომპანიას, უკვე როგორც სათანადო სერტიფიკატის მფლობელთ, ეძლევათ თვითპოპულარიზაციის შესაძლებლობა სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით, ამავდროულად მათ შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ URS სერტიფიკატის ლოგოთი.